istoriuli soflebi  
  
 
 

makvaneTi

თემი საქართველოში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. მოიცავს სოფლებს: ზემო მაკვანეთი, ქვემო მაკვანეთი (ცენტრი) და გოგიეთი. მაკვანეთში ფუნქციონირებს საჯარო სკოლა.

istoria

მაკვანეთი არის სოფლების ზემო მაკვანეთისა და ქვემო მაკვანეთის ძველი სახელწოდება. სოფელში აღმოჩენილია ბრინჯაოს ნივთები და ზოდები. გვიან ფეოდალურ ხანაში წარმოადგენდა ნაკაშიძეების სამფლობელოს. აქვე ცხოვრობდა ნაკაშიძეების ერთი შტო, რომელსაც XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე მაკვანეთში სასახლე ჰქონდა მოწყობილი. მამუკა ნაკაშიძე მოხსენიებული იყო სოფელში მდგარი მთავარანგელოზის ეკლესიის მთავარანგელოზის ვერცხლის ხატის ქვემო არშიაზე. აღნიშნული წარწერა XVIII საუკუნის დასაწყის მიეკუთვნება. ნაკაშიძეების სახელი დღემდე აქვს შემორჩენილი ერთ-ერთ გორაკს.

მთავარანგელოზის ხის ტაძარი, გორმაღალზე იდგა და ქვის გალავანი ჰქონდა. 1828 წლისთვის მის სამრევლოში 58 კომლი შედიოდა. XIX საუკუნეში გოგიეთთან ერთად შედიოდა შემოქმედის სასოფლო საზოგადოებაში. 1890 წელს სოფელში თედორე კიკვაძემ გახსნა სკოლა. 1891 წლიდან სკოლა ნიკო ჯანაშიამ გადაიბარა. 1894 წელს სკოლა ოფიციალურად დაამტკიცეს. 1903 წელს ის ორკლასიანი გახდა, ხოლო 1930-იან წლებში უკვე შვიდწლიანი სკოლა იყო. 1938 წელს აშენდა საექიმო პუნქტი და სოფლის კლუბი.

საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა სამუსიკო სკოლა. 1963-1964 წლებში მიმდინარეობდა მაკვანეთი-გოგიეთის საბაგირო გზის მშენებლობა, რომელიც არ დაასრულებულა. 1977 წელს მაკვანეთის კოლმეურნეობა ფლობდა 158 ჰა ჩაისა და 23 ჰა ციტრუსის პლანტაციებს.

makvaneTis ganZi

1979 წლის სექტემბერში, მაკვანეთის უბან შეტაულაში აღმოჩნდა ვერცხლის ოთხი პოლონური მონეტა. მონეტები XVII საუკუნის 20-იან წლებს (16221624) განეკუთვნება და მოჭრილია სიგიზმუნდ III ვაზას მიერ. მაკვანეთის მონეტებისდან სამი მათგანი ერთსახოვანია, ხოლო მეოთხე განსხვავებულია მათგან. მონეტები ადასტურებენ რეჩ პოსპოლიტასთანგურიის სამთავროს ურთიერთობას XVII საუკუნის დასაწყისში. გურიაში პოლონური მონეტების გავრცელების კიდევ ორი შემთხვევაა დაფიქსირებული. 1900 წელს ზედუბანში აღმოჩნდა ორი, ხოლო 1958 წელს ჭანჭათში ამდენივე ვერცხლის პოლონური მონეტა.

mdinare agidayva

მაკვანეთის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე აგიდაყვა, რომელიც აჭისწყალს ერთვის. მდინარის სახელწოდების შესახებ არსებობს ლეგენდა: ერთხელ მდინარეს ზემოდან ჭაბუკის გვამი ჩამოუტარებია. მოსახლეობა მიცვივდა სანახავად. იმდენი მისულიყო მდინარის პირას, რომ რიგი დადგა. უკან მდგომნი იძახდნენ, ერთი მაჩვენეთ, ვინ დაყვა მდინარეს, ჩემიანი ხომ არ არის. წინ რომ გააღწევდნენ, მოტირალები ჭაბუკის გვამზე მიუთითებდნენ და შესძახებდნენ, აგია იგი უბედური, აგი დაყვაო.

mosaxleoba

1901 წელს სოფლის მოსახლეობა შეადგენდა 113 კომლს.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი ქვემო მაკვანეთი ზემო მაკვანეთი გოგიეთი
1908 770          
1911 819          
1971 1851          
1977 1869          
2002 2274     1002 842 130
2014 1632 801 831 797 684 151

cnobili adamianebi

მაკვანეთში მრავალი სახალხო მომღერალი და ლოტბარი დაიბადა, მათ შორის ერქომაიშვილების გვარის ცნობილი წარმომადგენლები ვლადიმერ, ანანია და არტემ ერქომაიშვილები. ასევე გიორგი იობიშვილი და ილარიონ სიხარულიძე.

ასევე სოფელში დაიბადნენ:


მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ფართობი 13,29 კმ²
მოსახლეობა 1632 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 122 კაცი/კმ²